Текст песни Irakli Charkviani - Zamtaria sicivea
Просмотров: 58
0 чел. считают текст песни верным
0 чел. считают текст песни неверным
0 чел. считают текст песни верным
0 чел. считают текст песни неверным
На этой странице находится текст песни Irakli Charkviani - Zamtaria sicivea, а также перевод песни и видео или клип.
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით და როცა მეწყება განსაცდელი, როდესაც შენს გარდა აღარსაით, არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი. ტკივილი ცოტათი დამიამე. შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი, ძარღვებში სისხლივით დამიარე, თვალებში შუქივით შეიჭერი. შემივსე საგულე ცარიელი და,ნიშნად ხელახლა დაბადების, სიმხნევე მაღირსე წამიერი, არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის. არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას, ირწმუნე სათქმელი განდობილი, მაღირსებ ოცნების შესრულებას? ცოტასიც დავრჩები მადლობელი. ჰო,მაგრამ მარტოდენ ბოდვებია ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული, სხეულზე ცეცხლივით მომდებია სიცოცხლის უშენოდ დასასრული. და იწვის ბუხარში წუხანდელი წერილი,კუნძივით მობრიალე, სტრიქონებს ედება ჟრუანტელი: Смотрите также:
Все тексты Irakli Charkviani >>> |
|
ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი ,
როდესაც შენს გარდა აღარსაით ,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი .
ტკივილი ცოტათი დამიამე .
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი ,
ძარღვებში სისხლივით დამიარე ,
თვალებში შუქივით შეიჭერი .
შემივსე საგულე ცარიელი
და , ნიშნად ხელახლა დაბადების ,
სიმხნევე მაღირსე წამიერი ,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის .
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას ,
ირწმუნე სათქმელი განდობილი ,
მაღირსებ ოცნების შესრულებას ?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი .
ჰო , მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული ,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენოდ დასასრული .
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი , კუნძივით მობრიალე ,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი :