Текст песни Ennui - Flowers of Silence
Просмотров: 22
0 чел. считают текст песни верным
0 чел. считают текст песни неверным
0 чел. считают текст песни верным
0 чел. считают текст песни неверным
На этой странице находится текст песни Ennui - Flowers of Silence, а также перевод песни и видео или клип.
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის. ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები, მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი. ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა, როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი. ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია, ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი… Смотрите также:
Все тексты Ennui >>> |
|
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
( მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით ) .
სულში უიმედო სივრცე გაიშალა ,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის .
ისევ შრიალია , ქრიან ეს გედები ,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი .
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები ,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი .
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა ,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი .
ახლა კუბოში ვარ , გულმა დაისვენა ,
მომდევს პროცესია , ჩუმი თანამგზავრი .
ალბათ სამარესთან ვარდი მრავალია ,
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი .
მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია ,
მოდის გათენება , როგორც ბალდახინი ...